მოკლე აღწერა:
ფილმის მთავარი გმირი მაშა კრაპივინა არც ისეთი ლამაზი და ჭკვიანია,
როგორც ზღაპრებშია ხოლმე. ის ერთი ჩვეულებრივი თამამი გოგონაა, რომელიც
პროვინციულ ქალაქს ტოვებს და მოსკოვის დასაპყრობად მიემგზავრება.
საღამოობით სწავლობს, დილიდან საღამომდე კი შეძლებულ ოჯახში მოახლედ
მუშაობს. მართალია მარცვლეულს არ კრეფს მაგრამ საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.
ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახის უფროსის და მისი ორი ახირებული ქალიშვილის
მოთხოვნები დააკმაყოფილოს... მაშა ყურებამდეა შეყვარებული ცნობილ მომღერალ
ალექს კარალევიჩზე, რას არ გაიღებდა, ოღონდ მისი გაცნობის შანსი მიეცეს...
და აი ოჯახი, სადაც ის მუშაობს დახურული წვეულების მოსაწვევს იღებს, სადაც
მოსკოვის მთელი ელიტა იქნება და რაც მთავარია იქნება ალექსი... მაგრამ
როგორ უნდა მოხვდეს იქ?