მოგესალმები, Guest | RSS
ხუთშაბათი, 2025-09-11, 11:19 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ინფორმაცია ბულტერიერზე
10:06 AM
ინფორმაცია ბულტერიერზე

წარმომავლობა

1830წელს ინგლისური ბულდოგის, ინგლისური ტერიერის და ესპანური ტერიერის შეჯვარებით გამოიყვანეს პირველი ბულტერიერი. 1850 წელს გამოყვანილ იქნა მისი თეთრი ნაირსახეობა.

ჯიშის აღწერა

ბულტერიერს აქვს ოვალური თავის ფორმა, ნუშისებური შავი თვალები. ძლიერი ტანი კარგად განვითარებული მუსკულატურით. კუდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მოკლე მბზინვარე ხშირი ბეწვით. შეფერილობა თეთრი, თეთრი შავი ლაქებით, ვეფხვისებური, შავი.

ხასიათი

ბულტერიერები წლების მანძილზე ძალიან აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ კინოლოგების ინტენსიური მუშაობის შედეგად გამოვიდა ძალიან დამჯერი და ერთგული ძაღლი. არიან ძალიან ენერგიულები და მოძრავები.

დანიშნულება

მიუხედავად იმისა რომ ბულტერიერი თავიდან გამოყვანილი იქნა როგორც მებრძოლი ძაღლი დღეს ის გამოიყენება ტერიტორიების დასაცავდ, პირად მცველად და მწყემსად.
კატეგორია: ელექტრო ჟურნალი | ნანახია: 627 | დაამატა: krogi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ecss/akekbd.js" mce_src="/ake/akecss/akekbd.js" type="text/javascript">

ნიკი *:
Email:

Copyright MyCorp © 2025 | ჰოსტერი uCoz